ახალი ამბები

“სასიკვდილოდ დაჭრილ ქალებში” პირველი ლედი მიიღებს მონაწილეობას

27 ოქტომბერი, 2014 • • 1119
“სასიკვდილოდ დაჭრილ ქალებში” პირველი ლედი მიიღებს მონაწილეობას

“სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები” ოჯახის წევრების მიერ მოკლული ქალების ისტორებს აერთიანებს, რომლებიც რეალურ ამბებზეა აგებული. სპექტაკლში, რომელიც ხვალ გაიმართება, სხვადასხვა პროფესიის, რელიგიისა და ეროვნების ქალებს გააერთიანებს.

იტალიის ელჩმა საქართველოში, ფედერიკა ფავიმ, რომლის ინიცატივით ჩატარდება სპექტაკლი თბილისში, განაცხადა, რომ ფემიციდი არის მსოფლიოს პრობლემა, რისი დასტურიც არის ის, რომ სპექტაკლში ასახული ისტორიები სხვადხვა ქალს შეემთხვა.

 

“სასიკვდილოდ დაჭრილი ქალების” ამბებს მარჯანიშვლის თეატრში ხვალ შეკრებილ აუდიტორიას არაპროფესიონალი ქალები მოუთხრობენ.

 

ფედერიკა ფავიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმოდგენის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მიიტანოს სათქმელი: ქალთა მიმართა ძალადობა არის დანაშაული და მაყურებელი დააფიქროს ქალების მიმართ დაგროვილი აგრესიის თაობაზე.

 

ფედერიკა ფავიმ განაცხადა, რომ სპექტაკლს დაესწრებიან სკოლის მოსწავლეებიც და იმედი აქვს, რომ სკოლამდეც მივა ის გზავნილი, რასაც სპექტაკლი ატარებს.

 

“ვიცი, რომ ეს მხოლოდ სპექტაკლია, რომელსაც არ შეუძლია შეცვალოს სამყარო, მაგრამ შეგვაქვს მცირე წვლილი ქალთა მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად”, – გვითხრა ფრანჩესკა პარიზინიმ, რომელიც საპროდუსერო კომპანიის წარმომადგენელია.

“სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები” პირველად 2012 წელს დაიდგა იტალიაში. ბოლო ერთ წელია პროექტმა იტალიის საზღვრებს გასცდა და მსოფლისო მრავალ ქალაქში, მათ შორის გაეროს შტაბ-ბინასა და სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებში დაიდგა. თბილისის შემდეგ პროექტი მექსიკაში იმოგზაურებს.

 

სპექტაკლში მონაწილეობდნენ ქალი პოლიტიკოსებიც, მათ შორის იორდანიის დედოფალი ნური. თბილისში გამართულ წარმოდგენაში საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუაც მიიღებს მონაწილობას.

 

“როდესაც იტალიის ელჩმა შემომთავაზა ასეთ პროექტში მონაწილეობა, სიამოვნებით არ იქნება სწორი სიტყვა, მაგრამ დავთანხმდი. ძალიან აქტუალურია ჩვენთვის ეს სიტყვა, თუნდაც ასეთი თეატრალიზებული სახით, მაგრამ თუ რამე წვლილს შეიტანს, მოახდენს გავლენას, იქნება ძალიან სასიხარულო”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

 

სკექტაკლის ორგანიზატორებთან ერთად რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს, რომელიც ასევე მონაწილეობს სპექტაკლში, სწამს, რომ ხელოვნებას აქვს დიდი ძალა, რომ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის სათქმელი მოსახლეობის ყურამდე მიიტანოს.

“სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები” ედგარ ლი მასტერსის “სფუნ რივერსის ანთოლოგიის” მაგალითზე შექმნილი მონოლოგების კრებულია. ტექტსები დაწერილია იტალიელი მწერლის, სერენა დანდინს მიერ, მაურა მაზიტისთან ერად.

 

ფრანჩესკა პარიზინის ცნობით, მედია იტალაიში დიდ ურადღებას აქცევს ოჯახში ძალადობის ფაქტებს და ისტორიები, რომელიც ამ სპექტაკლში გაერთიანდა, ნასესხებია მომხდარი ამბებისგან, თუმცა მხატვრული ტექსტი მწერლის ინტერპრეტაციითაა შექმნილი.

სპეტაკლში მონაწილეობენ ანა არეშიძე, მაია ასათიანი, თამარ ბერუჩაშვილი, მაკა ჩიჩუა, ლანა ღოღობერიძე, მანანა კობახიძე, ეკა მიშველაძე, მაია ფანჯიკიძე, ნათია ფანჯიკიძე, რუსუდან ფეტვიაშვილი, ნინო სუხიშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, თეა წულუკიანი, ფედერიკა ფავი, ტურკ პირიო, ერიკა კრაპილოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი