ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის პრეზიდენტმა ობამა, პუტინი და ოლანდი მთიან ყარაბაღში მიიწვია

27 ოქტომბერი, 2014 • • 1028
ყარაბაღის პრეზიდენტმა ობამა, პუტინი და ოლანდი მთიან ყარაბაღში მიიწვია

“ჩვენი აზრით, თანათავმჯდომარე ქვეყნებს, რომლებიც ერთი ქვეყნის ბედით არიან დაკავებული, იქ მცხოვრებ ხალხთან უშუალო კონტაქტების გარეშე არ შეუძლიათ სერიოზული წარმატების მიღწევა. დღეს ჩვენ მივიჩნევთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი საერთაშორისო საზოგადოების მიერ განხორციელებულ სამუშაოებში სწორედ ესაა,”- განაცხადა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ყარაბაღის პრეზიდენტმა, ბაკო სააკიანმა. 

 

სომხეთის, აზერბაიჯანისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა პარიზში 27 ოქტომბერს შედგება. შეხვედრის მიზანი აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარეების მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე დიალოგის უზრუნველყოფაა.


აზერბაიჯანში პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ პარიზში ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე უშედეგო იქნება. პოლიტოლოგებმა სკეპტიკური განცხადებები გამოცემა კავკაზსკი უზელთან გააკეთეს. 

 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი