ახალი ამბები

BBC: ბრიტანეთის და აშშ–ის სამხედრო ბაზები ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადაეცათ

26 ოქტომბერი, 2014 • • 1415
BBC:  ბრიტანეთის და აშშ–ის სამხედრო ბაზები ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გადაეცათ

კემპ–ბასტიონი, ჰელმანდის პროვინციში, ავღანეთში ბრიტანელი სამხედროების მთავარ ბაზას წარმოადგენდა. ავღანელების კონტრლის ქვეშ გადავიდა ასევე კემპ–ლევერნეკის სამხედრო ბაზა, რომელიც აშშ–ის კუთვნილებას წარმოადგენდა.

 

კემპ–ბასტიონის სამხედრო ბაზაზე დაუშვეს ბრიტანეთის დროშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთისთვის ომი ავღანეთში დასრულდა. 

 

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მაიკლ ფელონის განცხადებით, ბრიტანეთის სამხედრო ძალები ავღანეთში 2001 წელს შევიდნენ. იყო შეცდომები, თუმცა დაგეგმილი მიზნის მიღწევა ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა.

 

“ბიბისი”–ის ცნობით, ავღანეთში სამხედრო სამსხური ბრიტანეთის 140 ათასმა მოქალაქემ გაიარა. აქედან 453 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

 

   

  

მასალების გადაბეჭდვის წესი