ახალი ამბები

წულუკიანი: მთავარია, რომ “ნავთლუღის სპეცოპერაციაზე” რეაგირება მოხდა

24 ოქტომბერი, 2014 • • 979
წულუკიანი: მთავარია, რომ “ნავთლუღის სპეცოპერაციაზე” რეაგირება მოხდა

“რეაგირება მოხდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა. პროკურატურამ ჩაატარა გამოძიება. საქმე დაიძრა მკვდარი წერტილიდან და გამოძიების შედეგად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. სასჯელი არ იყო პროკურატურის საქმე, არც რომელიმე მინისტრის და მთავრობის. კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურას ხელი არ მიუწვდება სასჯელის განსაზღვრაზე და მოთხოვნაზე ამა თუ იმ ზომის. პროკურატურა საქმეს იძიებს და ითხოვს ადამიანის გამტყუნებას. ამ მხრივ მოსამართლე წაჰყვა პროკურატურას ანალიზში, დაიჯერა ის მტკიცებულებები, რაც პროკურატურამ წარადგინა და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. მე, როგორც ერთ მოქალაქეს, მგონია, რომ შეიძლებოდა სასჯელი მეტიც ყოფილიყო, მაგრამ როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ჩემთვის მთავარია რეაგირება, ის, რომ გამოძიება ჩატარდა და დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. შვიდი წელი ციხეში შეიძლება მედგარი კაცებისთვის ცოტაა, მაგრამ ალბათ ბაჩო ახალაისთვის არცთუ ისე ცოტა წლებია, როდესაც ის ამ წლებს გაატარებს ციხეში”, -განაცხადა წულუკიანმა.

 

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაია, რომელიც იმ დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, დამნაშავედ ცნო ორი მუხლით, ხოლო ერთში გაამართლა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი