ახალი ამბები

კახი კალაძის ცოლის ძმა მერიის ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა

24 ოქტომბერი, 2014 • • 1937
კახი კალაძის ცოლის ძმა მერიის ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა

საკრებულომ ასევე თანამდებობაზე დაამტკიცა ია მაქაცარია, რომელიც თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს უხელმძღვანელებს, და გელა ჩივაშვილი, რომელიც მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ჩაიბარებს. 


როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის საკრებულოს პრესამსახურში განუცხადეს, საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა.


სხდომაზე ხმაური თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი არეშიძის წარდგენამ გამოიწვია.


“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განაცხადეს, რომ გიორგი არეშიძის ამ თანამდებობაზე დანიშვნით  ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” ნეპოტიზმი ძლიერდება.  



მასალების გადაბეჭდვის წესი