ახალი ამბები

ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

24 ოქტომბერი, 2014 • • 1273
ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურმა დაუდასტურა.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის ინფორმაციით, კობა ძაგნიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. 

 

გამოძიებით დადგენილია, რომ კობა ძაგნიძე, ვანის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს გამარჯვების და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, სატენდერო ღირებულების 25% მოსთხოვა. დაკავებულმა აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელს ტენდერში გამარჯვების შემდგომ ქრთამის სახით 3 000 ლარი გამოართვა.

 

საგამოძიებო სამსახურმა ასევე დააკავა ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის ყოფილი უფროსი ავთანდილ ჭელიძე და ვანის რაიონის სოფ. ამაღლების ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული მამია გაბუნია.

 

დაკავებულებმა ერთ ერთი კომპანიის წარმომადგენელს ტენდერში გამარჯვების შემდეგ, შესრულებული სამუშაოების დაუბრკოლებლად ჩაბარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 7 000 ლარი გამოართვეს.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახეთ და ზომად ითვალისიწნებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

დაკავება
დაკავება

მასალების გადაბეჭდვის წესი