ეკონომიკა

10 ქართული კომპანია სიჩუანის პროვინციაში გამართულ გამოფენაზე

24 ოქტომბერი, 2014 • • 1043
10 ქართული კომპანია სიჩუანის პროვინციაში გამართულ გამოფენაზე

“ჩენგდუს გამოფენის ძირითადი მიზანია წარმოაჩინოს თითოეული მონაწილე ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობები. ღონისძიება შესაძლებლობას იძლევა, დამყარდეს კონტაქტი ადგილობრივ ბაიერებთან და მოხდეს ქართული პროდუქციის მაშტაბური პოპულარიზაცია” -აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამნისტროში. 

 

გამოფენაში The 15th Western China International fair 72 ქვეყნიდან 4 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 400 000-ს აღემატება, საიდანაც პროფესიონალი თრეიდერების რიცხვი 20,000-ზე მეტია.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით და ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ გამოფენაზე ქართულ სტენდზე წარმოდგენილია ღვინის, წვენების, წყლის და კვების მრეწველობაში მოქმედი ქართული კომპანიები.

 

გამოფენაზე საკუთრი პროდუქცია წარადგინეს კომპანიებმა- “კულა”, “მარნეულის სასურსათო ქარხანა”, “წყალი მარგებელი”. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამოფენაზე საკუთარ პროდუქცია წარადგინეს კომპანიებმა:  “მეღვინეობა ხარებამ”, “კახური ტრადიციული მეღვინეობამ” “შატო მუხრანმა” “ს.ს. ბაგრატიონი 1882”-მა, “კახური ღვინის მარანმა”, “ქინძმარაულის მარანმა” და “ქიმერიონმა”.

ღვინო
ღვინო

მასალების გადაბეჭდვის წესი