ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აღიარების თხოვნით მიმართავს

24 ოქტომბერი, 2014 • • 1135
სოხუმი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აღიარების თხოვნით მიმართავს

 “არც კოსოვოა აღიარებული ბევრი ქვეყნის მიერ და თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მიიჩნევს, რომ კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტის მიღება შეიძლება ამ გაერთიანებაში, რატომ არ შეიძლება აფხაზეთი იყოს ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში,”- აცხადებს არშბა ინტერფაქსთან. 

 

მისივე თქმით, აფხაზეთის ოლიმპიური კომიტეტი რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობის შეთანხმებას გააფორმებს. 

 

“ჩვენ რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარების იმედი გვაქვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარების საკითხში. ჩვენ გვყავს ცნობილი სპოტსმენები, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ლიცენზია და აფხაზეთი წარმოადგინონ ოლიმპიადებზე. ვაპირებთ, 2016 წლის თამაშებამდე ერთი მათგანი მოვამზადოთ.” 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი