ახალი ამბები

შსს–მ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

24 ოქტომბერი, 2014 • 1172
შსს–მ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დევნის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს–ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრალდებულმა 2014 წლის 22 ოქტომბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ჟურნალისტი სტაციონარში გადაიყვანა.

 

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა ავთანდილ კ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ადამიანის დევნის ფაქტზე მიმდინარეობს სიტყვის, აზრის გამო, ან/და მის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილია ძალადობით (საქართველოს სსკ-ს 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი