ახალი ამბები

ანონსი – 24 ოქტომბერი

23 ოქტომბერი, 2014 • • 953
ანონსი – 24 ოქტომბერი

11:00 – საქართველოს ბანკის სათაო ოფისში გაიმართება საქართველოს ბანკის პრესკონფერენცია, 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრება საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირკალი გილაური. მისამართი გაგარინის 29ა. (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან) 

 

12:00 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, სააგენტო ,,პირველის“ პრეს-კლუბში ბრიფინგს გამართავს, თემაზე: ,,რატომ არ ანაზღაურებს ქართული ტოტალიზატორები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ  მოგებულ სოლიდურ თანხებს და რა კონტროლის მექანიზმები რჩება სახელმწიფოს?!“მისამართი: თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული; საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344

 

12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში საზოგადოებრივი მოძრაობა სახელმწიფოსგან დაზარალებულთა სოლიდარობის წარმომადგენლები რამაზ ღვალაძე, ლევან ჩაჩუა და ზაალ ჟვანია პრესკონფერენციას გამართავენ თემა: ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართავენ

 

12:30 –  პრაიმტაიმის პრესკლუბში არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია” გრიგოლ გაგნიძე, ,,ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის” ალეკო ახალკაცი, ,,მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ცენტრი” მამუკა ტუსკაძე მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ

 

13:00 – საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა მასპინძლობს ფორუმს  “საქართველოს სუფთა ექსპორტი – რეალობა სტატისტიკის მიღმა”. აღმაშენებლის 150, 2 სართული, საკონფერენციო დარბაზი. 

 

 

14:00 – თბილისის საკრებულოში გაიმართება სამი კომისიის-ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლების და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა. 


 

პარლამენტში დაგეგმილი შეხვედრები

 

12:00 – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა. პარლამენტი; თბილისი; პირველი რესპუბლიკის დარბაზი.


12:00 – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის სხდომა; პარლამენტი, თბილისი; ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი. 

 

13:00-  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა; პარლამენტი; თბილისი; კომიტეტის სათათბირო ოთახი #616

 

 

19.00 – მწერალთა სახლში ლევან ბერძენიშვილთან შეხვედრა გაიმართება. ლექციის თემაა „სოკრატე – სიკვდილი N2“. მაჩაბლის 13, ტელ: +995 599 48 62 41


 

მასალების გადაბეჭდვის წესი