ახალი ამბები

საქართველოს ელჩი ბელგიაში: საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტი გააუქმა

23 ოქტომბერი, 2014 • • 1926
საქართველოს ელჩი ბელგიაში: საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტი გააუქმა

“ბელგიის მხარეს ჩვენ ვაცნობეთ, რომ პრეზიდენტი ვერ ჩამოდის 28 ოქტომბერს პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით სპეციალური ცერემონიალზე დასასწრებად, ვინაიდან რუსეთმა ინიცირება გაუკეთა აფხაზეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულებას, რის გამოც უშიშროების საბჭოს სხდომა დაიგეგმა. ეს არის ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ეცნობა ბელგიურ მხარეს საქართველოს საელჩოდან,”- განაცხადა ნატალი საბანაძემ.


პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულების მოსალოდნელი შედეგებზე პოზიციის შესამუშავებლად უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს დანიშნა, თუმცა სხდომის გამართვის თარიღის დაზუსტების საკითხი დღის წესრიგში დადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი