ახალი ამბები

წყალტუბოს მულიციპალიტეტში 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

23 ოქტომბერი, 2014 • 916
წყალტუბოს მულიციპალიტეტში 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

“სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარე  ღია სააქციო საზოგადოება  „აკორდ ჯორჯიას“ სასადილოში 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს, რომელსაც ვეტერინარული მოწმობა “ფორმა #2” არ ახლდა,” – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხორცს სურსათის უვნებლობის სააგენტო გაანადგურებს.

 

“საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება,“– ნათქვამია განცხადებაში.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ვეტერინარული მოწმობა “ფორმა#2-ის” გარეშე ხორცის რეალისაზიისთვის კომპანია “აკორდ ჯორჯია” 1000 ლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, კომპანია ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა,  რის გამოც საქართველოს კანონის “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსის” შესაბამისად, 500 ლარით დაჯარიმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი