ახალი ამბები

მსოფლიო 5 ფოტოზე – 23 ოქტომბერი

23 ოქტომბერი, 2014 • • 1226
მსოფლიო 5 ფოტოზე – 23 ოქტომბერი

გოგონა გიგანტურ ტაფაზე ავტრალიელი სკულპტორის, ენდრიუ ჰენკინის ნამუშევრების ყოვეწლიურ გამოფენაზე. ტამარამას სანაპირო, სიდნეი, ავსტრალია. © EPA, 23.10.2014


ბრიტანული ჯგუფის The Rolling Stones წევრები მიკ ჯაგერი და რონი ვუდი ადელაიდაში [ავსტრალია] ფოტოკამერის წინ პოზირებენ. 25 ოქტომბერს ისინი ავტრალიაში კონცერტს მართავენ. © EPA, 23.10.2014



პოლონეთში, კატოვიცაში მეხანძრეები 23 ოქტომბერს გამთენისას ერთ-ერთ შენობაში ბუნებრივი აირის აფეთქების გამო გაჩენილ ხანძარს აქრობენ. ხანძრის დროს სამი სართული დაიწვა. ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.  © EPA, 23.10.2014


პაპი ფრანსისი გრენადას პრემიერ მინისტრთან, ქეით მიტჩელთან და მის მეუღლესთან დახურული შეხვედრის დროს ვატიკანში. © EPA, 23.10.2014


ენოტი ჰანოვერის ზოოპარკიდან, ჰელოუნისთვის მომზადებული გოგრის ჭამას ცდილობს. გერმანია. © EPA, 23.10.2014

 

მასალების გადაბეჭდვის წესი