ახალი ამბები

თურქეთი–საქართველო–აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდება

23 ოქტომბერი, 2014 • • 2063
თურქეთი–საქართველო–აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდება

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყნის ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 

“როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველო–თურქეთს შორის არსებობს მრავლისმომცველი  თანამშრომლობის  გეგმა და ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით,”- წერია განცხადებაში.

 

„არაერთხელ გვითქვამს და, რაც მთავარია, საქმით დაგვიმტკიცებია, რომ თურქეთი საქართველოს არა მხოლოდ მეზობელი, არამედ მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია,“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.

 

“პრემიერმა  ნატო – საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, თურქეთის მაქსიმალური ჩართულობის იმედი გამოთქვა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში თურქეთის რესპუბლიკის წვლილზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების  საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდალს ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.”


მასალების გადაბეჭდვის წესი