ეკონომიკა

მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის სამი ვიცე–პრეზიდენტი წარადგინა

23 ოქტომბერი, 2014 • • 2833
მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის სამი ვიცე–პრეზიდენტი წარადგინა
პრეზენდატცია თიბისი ბანკის სათაო ოფისში შედგა, ღონისძიებას თიბისი ბანკის ტოპ-მენეჯერები და მედია ესწრებოდნენ. 
 
 
მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ გიორგი თხელიძე, ნიკა ქურდიანი და დავით წიკლაური მსოფლიოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებში ტოპ-მენეჯერების პოზიციებზე მუშაობდნენ:
 
 
“მათ თანამდებობები დატოვეს ისეთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციებში, როგორიცაა Barclays საინვესტიციო ბანკი, UniCredit Group და Deutsche Bank და “თიბისი ბანკში” სხვადასხვა მიმართულება ჩაიბარეს.” 
 
 
გიორგი თხელიძე რისკების მართვას უხელმძღვანელებს, ნიკა ქურდიანი – მიკროფინანსებს, დავით წიკლაური კი – კორპორატიულ მიმართულებას.
 
 
ამასთან, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის თქმით, ახალ თანამშრომლებს არავინ ჩაუნაცვლებიათ, არამედ ბანკის გუნდი სამი პროფესიონალით გაიზარდა:
 
 
“ამ ადამინებმა დაამთვრეს მსოფლიოში ცნობილი ინსტიტუტები და როგორც მაღალი პროფესიონალები დარჩნენ უცხოეთში. ძალიან სასიამოვნოა, რომ  დაეთანხმნენ ჩვენს შემოთავაზებას. ძალიან ბევრი და დიდი გამოწვევაა ჩვენს წინაშე და ის გუნდი, რომელიც მუშაობდა, გაძლერდა ახალი კადრებით. რომლებიც მაღალი პროფესინალები არიან. ფუნქციები გადანაწილდა თიბისი ბანკში.” 
 
 
ბანკის გენერალური დირეტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით,  გაიზარდა მისი აქციები კვოტირებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე:
 
 
“სექტემბრის ბოლოს თიბისი ბანკი გახდა ყველაზე დიდი ბანკი დეპოზიტების მოცულობით. კონსტანტა ბანკის 100% ჩვენს მფობელობაშია და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბანკი არის ყველზე დიდი დამსაქმებელი საბანკო სფეროში. 4 000 –ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული თიბისი ბანკში და კონსტანტა ბანკში. ზრდაც საკმაოდ გვაქვს. წელს ჩვენ ეკონომიკის ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანი წილი შევიტანეთ. ადამიანების დამატება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა, ახალი მიმართულებები დავამატეთ და გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები მომავალი სამი წლის განმავლობაში.”
 
 
 საქართველოს საბანკო ბაზარზე 21 კომერციული ბანკი ოპერირებს. 
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი