ეკონომიკა

ხადური: საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მკურნალობისთვის მიღებული თანხა არ დაიბეგრება

23 ოქტომბერი, 2014 • • 865
ხადური: საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მკურნალობისთვის მიღებული თანხა არ დაიბეგრება

მისი თქმით, ცვლილების თანახმად, ყველა ბენეფიციარი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მკურნალობის ან სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების მიზნით საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიიღებს სარგებელს და დახმარებას, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.

 

ამასთან, აღნიშნული სარგებლის თანხა არ გაითვალისწინება ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში და, შესაბამისად, ამ ნაწილში თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

აღნიშნული დებულებების მოქმედება გავრცელდება 2014 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში უფრო მეტი თანხის მიმართვას და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ჩვენი იმ თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ისედაც დიდი სოციალური დანახარჯების წინაშე დგანან.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

მასალების გადაბეჭდვის წესი