ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სამუშაო ჯგუფმა მუშაობა განაახლა

23 ოქტომბერი, 2014 • • 1290
აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სამუშაო ჯგუფმა მუშაობა განაახლა

სამუშაო ჯგუფის შემადგნელობაში შედიან დეპუტატები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხისმგებელი თანამშრომლები, ცნობილი უფლებათადამცველები, ასევე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელები, რომელთაც გაეროს სტრუქტურებში კონსულტაციური სტატუსი აქვთ. როგორც უფლებადამცველი საიდა გოჯამანლი აცხადებს, სხდომაზე ძირითადად საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.


2005-2008 წლებში აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ფუნქციონირებდა, რომლის შემადგენლობაშიც მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები და უფლებადამცველები შედიოდნენ.  

 

ასევე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში ევროპარლამენტი დაკავებული უფლებადამცველის, ლეილა იუნუსის მხარდასაჭერად აზერბაიჯანში დელეგაციას გაგზავნის.


 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი