ახალი ამბები

ანონსი – 23 ოქტომბერი

23 ოქტომბერი, 2014 • • 1238
ანონსი – 23 ოქტომბერი

09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომა გაიმართება.

 

10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტატისტიკის კათედრის დაარსების 70–ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,გლობალიზაცია და სტატისტიკა” გაიხსნება.

 

მის: უნივერსიტეტის ქ. #2, თსუ X (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია

 

10:00 საათზე, საქართველოს პრალამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩუს შეხვდება.

 

თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

 

10:45 საათზე, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” საკონფერენციო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ანალიტიკური დოკუმენტი “უვიზო მიმოსვლა ევროპაში – საქართველოს პერსპექტივა” და ახალი ბროშურა “როგორ მივიღოთ შენგენის ვიზა?”.

11:00 საათზე,  პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

11:00 საათზე, პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

 

11:30 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში პალატის პროექტის “ბიზნეს ინკუბატორის” პრეზენტაცია გაიმართება. მის: აღმაშენებლის გამზ. #150

 

11:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში 2008 წლის ომში დაღუპული ალეკო ონიანის და და ბიძა, მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე ბრიფინგს გამართავენ.

 

თემა: 16-მეტრიანი ბრინჯაოს მონუმენტი 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული 17 ქართველი გმირის სახელთა უკვდავსაყოფად.

 

12:00 საათზე, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან გაიმართება “თავისუფალი საქართველოს” რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია.

 

თემა: პოლიტიკური რეპრესიები.

 

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს.

 

თემა: ბაჩო ახალაიას განაჩენი, ძალადობა ქალებზე, მიმდინარე პროცესები.

12:00 საათზეზე, “პატრიოტთა ალიანსის” ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

 

12:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტები, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.

12:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში “ქართველი ემიგრანტები” განცხადებას გააკეთებენ.

 

13:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსანი, ნოდარ ლიპარტელიანი “ტაოპრივატ ბანკის” თაღლითურ სქემაზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

13:00 საათზე, “თიბისი ბანკის” სათავო ოფისში “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბანკის სამ ახალ ვიცე-პრეზიდენტს წარადგენს.

13.00 საათზე, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.

 

მის: რუსთაველის გამზ. #8, პარლამენტის შენობა (C ფლიგელი, ოთახი 002)

14:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ბრიფინგს გამართავს.

 

თემა: დაპირისპირება ადიგენის რაიონში – მეჩეთის მშენებლობის თაობაზე, ჟურნალისტზე თავდასხმის მეორე ფაქტი.

 

14:00 საათზე, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი რკინიგზის ადმინისტრაციის წინ პრესკონფერენციას გამართავს.

15:00 საათზე, პარლამენტი კომიტეტის სათათბირო ოთახში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

19:00 საათზე, კლუბ “ფრონტლაინ ჯორჯიაში” “ლიბერალი” დისკუსიას გამართავს.

თემა: “ქალი და რელგია”.

20:00 საათზე, “ლიბცენტრი” ფსიქოლოგ მაია ცირამუას საჯარო ლექციას გამართავს.

 

თემა: “ძალადობა ქალებზე – ტრადიცია თუ ახალი ტენდენცია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი