ახალი ამბები

წულუკიანი: როცა მინისტრი აღარ ვიქნები, “თავისუფალი დემოკრატების” წევრობას განვაახლებ

22 ოქტომბერი, 2014 • • 1200
წულუკიანი: როცა მინისტრი აღარ ვიქნები, “თავისუფალი დემოკრატების” წევრობას განვაახლებ

“თავისუფალი დემოკრატების პარტია ის პარტიაა, რომლის ღირებულებების გამო ჩემი სამისდღემჩიო პოზიცია სტრასბურგში მივატოვე და შევუერთდი მათ. მე ვრჩები ამ პარტიის წევრად, ეს არის პარტია, რომელიც ევროპული ორიენტაციის პარტიაა და არის კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი. რა თქმა უნდა, ნოემბრის ყრილობაზე მონაწილეობას მივიღებ, უბრალოდ, როგორც იუსტიციის მინისტრს, წევრობა მაქვს შეჩერებული და როგორც კი იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები, ამ წევრობას განვაახლებ”,- განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

“ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” ყრილობა 8 ნოემბერსაა დაგეგმილი. ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში გამართულ ყრილობაზე  პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი აირჩიეს. ამ პოსტზე ქადაგიშვილმა ირაკლი ალასანია შეცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი