ახალი ამბები

ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

22 ოქტომბერი, 2014 • • 1482
ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

როგორც “ასავალ-დასავალის” კიდევ ერთი ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე აცხადებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირ მხარეს მყოფ ზაზა დავითაისთან ერთი პირი მივიდა და ჰკითხა, იყო თუ არა ის ნამდვილად ზაზა დავითაია:

 

“როგორც მე  ზაზასგან ვიცი, ამ პირმა მას უთხრა, რატომ თანამშრომლობ რუსეთის სპეცსამსახურებთან და რატომ ხარ “კაკგებეს” აგენტიო, რასაც ჩხუბი მოჰყვა”,- ამბობს ჩუბინიძე.

 

ინიცინდენტის შემდეგ ზაზა დავითაია თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, დავითაიას თავის ტვინის შერყევის ნიშნები აქვს, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი ბრალის დამტკიცბის შემთხვევაში  ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი