ახალი ამბები

წულუკიანი: ქართველმა ქალებმა მოღალატე კაცების კვლა რომ დაიწყონ, ცუდად დამთავრდება

22 ოქტომბერი, 2014 • • 1108
წულუკიანი: ქართველმა ქალებმა მოღალატე კაცების კვლა რომ დაიწყონ, ცუდად დამთავრდება

მისი თქმით, ამ პრობლემის დასაძლევად აუცილებელი იქნება სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთად მუშაობა:

 

“რამდენიმე წინადადებიან ქადაგებაშიც კი გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმა შეიძლება გაიგოს ის, რასაც ეკლესია არ ქადაგებს და ამიტომ დაგვჭირდება ეკლესიასთან ერთად მუშაობა იმისთვის, რომ ვებრძოლოთ იმას, რაც დაუშვებელია,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ასევე, მან პოლიციის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი: “უბნის ინსპექტორმა ყველაზე კარგად იცის, თუ რომელი ოჯახიდან გამოდის წივილ-კივილი და პოზიტიური ვალდებულება აქვს პოლიციას, რომ გონივრული ეჭვის საფუძველზე ეს ოჯახი შეამოწმოს.”

 

წულუკიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დონეზე იმუშავებს უწყებათშორისი საბჭო ამ საკითხების მოსაგვარებლად. 

 

იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან მამაკაცებსაც მიმართა: “ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება მამაკაცებისადმი, რომ ებრძოლონ ამ პრობლემას. ალბათ, ქართველმა ქალებმა მოღალატე კაცების კვლა რომ დაიწყონ, ცუდად დამთავრდება ეს ამბავი. ღალატს სქესი არ აქვს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ ოჯახში ძალადობის ნიადაგზე 2014 წელს საქართველოში 23 ქალი მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი