ახალი ამბები

შსს ცნობით, სოფელ მოხეში არსებულ ძველ მეჩეთთან 14 პირი დააკავეს

22 ოქტომბერი, 2014 • • 1150
შსს ცნობით, სოფელ მოხეში არსებულ ძველ მეჩეთთან 14 პირი დააკავეს

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 11 პირი  166-ე და 173-ე მუხელბით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.  ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულია 3 პირი, ეს მუხლი საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ჯგუფურად წინაღმდგობის გაწევას გულისხმობს.

 

სოფელ მოხეში  მცხოვრებმა ოთარ გორგაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მეჩეთთან მობილიზებულმა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  მისივე თქმით, პოლიცია ძველი მეჩეთის ტერიტორიას ასუფთავებდა, ადგილზე მიიტანეს აბრა, რომელზეც წერია, რომ კულტურის ცენტრი და ბიბლიოთეკა გაიხსნება.

 

სოფელ მოხეში არსებულ ძველ მეჩეთთან პოლიციის მობილიზების შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გაავრცელა. დაპირისპირება მოხეში 18 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ყოფილი მეჩეთის ტერიტორიაზე გამგეობის გადაწყვეტილებით ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მუშები გამოჩნდნენ შენობის დემონტაჟისა და მისი კულტურის სახლად გადასაკეთებლად. ამჟამად მეჩეთის შენობა ადგილობრივი გამგეობის ბალანსზეა. ჭელის მინარეთის წინამძღვარიჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ შენობა დაბინძურებულია, მას ტუალეტად იყენებენ, რაც მათთვის მიუღებელია. მისი თქმით, გამგეობას მეჩეთის შენობაში კლუბის გახსნა უნდა. სრულიად საქართველოს მუფთი კი მოხეს მეჩეთის შენობაში კლუბის გახსნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი