ახალი ამბები

ენმ-ს აკრძალვის მოთხოვნით გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს

21 ოქტომბერი, 2014 • • 1154
ენმ-ს აკრძალვის მოთხოვნით გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს

დაკავებულთაგან ხუთი “თავისუფალი თაობის” წარმომადგენელია, ერთი კი – მოქალაქე, რომელიც აქციაში მონაწილეობდა. შსს-ს ინფორმაციით, სამი მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), ორი -173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და ერთიც – ორივე მუხლით.

 

“თავისუფალი თაობა” უკვე რამდენიმე კვირაა მართავს აქციებს “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის მოთხოვნით, რომლებიც მუდმივად სრულდება ფიზიკური შეხლა-შემოხლითა და აქციის მონაწილეების დაკავებით.

თავისუფალი თაობა VS თავისუფალი ზონა ენმ-ს ოფისთან - 15.10.14
თავისუფალი თაობა VS თავისუფალი ზონა ენმ-ს ოფისთან – 15.10.14

მასალების გადაბეჭდვის წესი