ახალი ამბები

პრემიერი ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნულ სტრატეგიას 24 ოქტომბერს წარმოადგენს

21 ოქტომბერი, 2014 • • 937
პრემიერი ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნულ სტრატეგიას 24 ოქტომბერს წარმოადგენს

ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკის, სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის და განათლების მინისტრები, პირველ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრთან 22 ოქტომბერს შეიკრიბება. ჯგუფის მუშაობაში პირველ ეტაპზე ჩართულნი იქნებიან სახელმწიფო სტრუქტურები, ხოლო მომდევნო ეტაპზე – საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.


“პრემიერ-მინისტრის დავალებით, ასევე მიმდინარეობდა მუშაობა ძალადობის პრევენციის საერთო ეროვნულ სტრატეგიაზე, რომლის პრეზენტაცია 24 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველადი სამუშაო დოკუმენტი, რომლის განხილვაში ჩაერთვებიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი რეკომენდაციები საბოლოო დოკუმენტში აისახება”, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მასალების გადაბეჭდვის წესი