ეკონომიკა

“ქართუ დაზღვევა” აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტიდან გავიდა

21 ოქტომბერი, 2014 • • 1241
“ქართუ დაზღვევა” აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტიდან გავიდა

“ნეტგაზეთს” სოფლის მეურნეობის სამინისტრიოში “ქართუ დაზღვევის” პროექტიდან გასვლის ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა განუცხადეს, რომ კომპანის პროექტიდან გასვლის მიზეზები მათთვის უცნობია: 

 

“ქართუ დაზღვევამ პროექტი თავისი ინიციტივით ორი კვირის წინ დატოვა. მათ საკუთარი სურვილით გამოთქვეს მონაწილეობა პროექტში და ასევე თავად მიიღეს გადაწყვეტიელება პროექტიდან გასვლის შესახებ. სჯობს თავად გიპასუხონ.”

 

“ქართუ დაზღვევაში” აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტიდან გასვლის მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებენ. “ნეტგაზეთს” კომპანიაში განუცხადეს, რომ ოფიციალურ განცხადებას ამ საკითხზე მოგვიანებით გაავრცელებენ.

 

რაც შეეხებათ “ქართუ დაზღვევის” მეერ აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაზღვეულ ფერმერებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხდებენ, რომ მათ პრობლემა არ შეექმნებათ და პროექტში მონაწილე 4 სადაზღვევო კომპანიიდან ერთ–ერთის ბენეფიციარები გახდებიან. 

 

გროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 2014 წლის 1 სექტემბრიდან 5 სადაზღვევო კომპანია ჩაერთო. პროექტში მონაწილეობენ  „ჯიპიაი ჰოლდინგი”, „ალდაგი”, „აისი ჯგუფი”, „ირაო”  და „ქართუ”.

 

სადაზღვევო კომპანია “ქართუ დაზღვევა” ბაზარზე 2001 წლიდან ოპერირებს.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს “დაზღვევის კომპანია ქართუ” 2001 წლის 13 სექტემბერს დაფუძნდა. კომპანიის 82,27%-ს ფლობს  სს “ბანკი ქართუ” და 17,73 %-ს – RINGOLD FINANCE LIMITED–ი

 

საყოველთაო დაზღვევა
საყოველთაო დაზღვევა

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი