ახალი ამბები

ომბუდსმენი პარლამენტს მიმართავს ჩაიბაროს მთავრობის ანგარიში ქალებზე ძალადობის თემაზე

21 ოქტომბერი, 2014 • 997
ომბუდსმენი პარლამენტს მიმართავს ჩაიბაროს მთავრობის ანგარიში ქალებზე ძალადობის თემაზე

“ამასთან, საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს საპარლამენტო დემოკრატიული კონტროლის მექანიზმი და უახლოეს მომავალში მოიწვიოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრები პრობლემის მოგვარების კონკრეტული და პრაქტრიკული ნაბიჯების თაობაზე ანგარიშის მოსასმენად,”– ამბობს უჩა ნანუაშვილი

 

სახალხო დამცველის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

 

“უკანასკნელი 6 თვის მანძილზე 20–ზე მეტი ქალის მკვლელობა მოხდა, რომელთაც სწორედ გენდერული უთანასწორობა ედო საფუძვლად.”

 

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატში არსებული გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი ყოველდღიურად სწავლობს განცხადებებსა თუ საჩივრებს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმეს პრობლემებს მოიცავს. პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ მთავარ პრობლემას კანონმდებლობის აღუსრულებლობა წარმოადგენს.

 

საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებასთან ერთად მთავარ გამოწვევას დაცვისა და დახმარების არაადეკვატური გამოყენება წარმოადგენს. სახალხო დამცველი კიდევ ეთრხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ  ოჯახში ძალადობის შემთხვევის დროს მოხდეს რისკების შეფასება  და გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული დაცვის ღონისძიებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი