ახალი ამბები

ღარიბაშვილის სახლთან დაკავებული 6 პირი გაათავისუფლეს, ხოლო ერთი კვლავ დაკავებულია

20 ოქტომბერი, 2014 • • 1339
ღარიბაშვილის სახლთან დაკავებული 6 პირი გაათავისუფლეს, ხოლო ერთი კვლავ დაკავებულია

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ დაკავებული 7 პირიდან 6 ხელწერილით გაათავისუფლეს.

 

გათავისუფლებულებს შორის არიან “ტაბულას” ფოტოგრაფი ალექსანდრე გიორგაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “პიკასოს კლუბის” წარმომადგენელი სალომე მახარაშვილი, ასევე, კობა ნაროუშვილი და ბაჩო ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პოლიცელების მიერ მიცემული ჩვეების მიხედვით, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი, პლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ. რომეო საჯაიას განცხადებით, იგი პოლიტიკური მოტივით დააკავეს, რადგან ბაჩო ახალაიას ადვოკატია.

 

სასამართლო
სასამართლო

შემდეგ სასამართლო სხდომა ამავე საქმეზე 22 აგვისტოს გაიმართება.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ გაუთავისუფლებიათ ლევან კვარაცხელია  მას სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ედავებიან.

 

დღეს პირობით გათავისუფლებულ პირებს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

თბილისში, მოსეშვილის ქუჩაზე, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბინა მდებარეობს, 19 ოქტომბერს ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის დასასრულს სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი