კომენტარი

ტარიელ ნაკაიძე: ქალთა უფლებების დისკრიმინაცია საზოგადოებისათვის საშიში სინდრომია

19 ოქტომბერი, 2014 • • 1646
ტარიელ ნაკაიძე: ქალთა უფლებების დისკრიმინაცია საზოგადოებისათვის საშიში სინდრომია

“მინდა ჩემი შეშფოთება და გულისტკივილი გამოვხატო ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში გახშირებული მკვლელობების, განსაკუთრებით ქალების მიმართ, რაც ოჯახური ძალადობის მასშტაბებსა და სიმძაფრეს მთელი სიცხადით წარმოგვიდგენს. ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ოჯახების ტრაგედია, ეს არის საქართველოს მოსახლეობის, მთელი საზოგადოების პრობლემა და ტკივილი.

 

ხშირად ვსაუბრობთ ოჯახური ძალადობის იდენტიფიცირებისა და გამოვლენის სირთულეზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს მხოლოდ ჩაკეტილ სოციალურ წრეში ხდება. ნიშანდობლივია ის გარემოება, (უკანასკნელი რამდენიმე თვის სტატისტიკური მონაცემები), რომ ქალთა მიმართ ძალადობა გასცდა იზოლირებულ და ჩაკეტილ სივრცეს. მომხდარი ფაქტები ნათლად გვიჩვენებს, რომ ამ საზარელმა სენმა საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა.


აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სხვადასხვა რელიგიურ ლიდერებს ერთნაირად გვევალდებულება, გავაძლიეროთ ჩვენი ქმედებები ამ მიმართულებით. უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა დაირღვეს საზოგადოებაში დუმილი. გავაცნობიეროთ, რომ ოჯახური ძალადობა, ქალთა უფლებების დისკრიმინაცია არის საზოგადოებისათვის საშიში სინდრომი და დანაშაული.

 

ასევე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, შესაძლო მსხვერპლის თავიდან აცილებისა და მათზე საქმიანი დახმარებისათვის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად და მყისიერად მოახდინოს რეაგირება ნებისმიერი შეტყობინების მიმართ, რაც არსებულ სიტუაციაში გვიჩვენებს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალია”, – აცხადებს ნაკაიძე.


ტარიელ ნაკაიძე
ტარიელ ნაკაიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი