ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, ეჭვიანობის ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს

18 ოქტომბერი, 2014 • • 979
შსს-ს ცნობით, ეჭვიანობის ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს

ოფიცილური ინფორმაციით, დაკავებულმა 16 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთი მიკრორაიონის მახლობლად მდებარე მინდორში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მამაკაცს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.


“ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მამამისის კუთვნილი ავტომობილით სოფელ ფონიჭალაში წაიღო და გიგანტის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ გაუქმებულ არხში დააგდო,”- წერია შსს-ს განცახდებაში. 


უწყები ცნობითვე, სამართალდამცველებმა პირი ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად მომხდარიდან რამდენიმე საათში რუსთავში დააკავეს და მან აღიარა დანაშაული. 

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)

მასალების გადაბეჭდვის წესი