ახალი ამბები

სლოვაკეთმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

17 ოქტომბერი, 2014 • • 1072
სლოვაკეთმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

სლოვაკეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სლოვაკეთი ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა მოახდინეს ხელშეკრულების რატიფიცირება.

 

სლოვაკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ იგი დაეხმარება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, გააგრძელონ ევროკაშირში ინტეგრაცია.

 

„ასოცირების შესახებ შეთანხმებების  რატიფიკაცირება არის ისტორიული ეტაპი, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ ქვეყნებს განახორციელონ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოვებლად. სლოვაკეთი შემდგომშიც გააგრძელებს ზემოაღნიშნული სახელმწიფოების დახმარებას მათ მიერ არჩეულ გზაზე“-ნათქვამია სლოვაკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

 

საქართველოს ევროკავშრიტან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა. საქართველოს პარლამენტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 18 ივლისს მოახდინა.

სლოვაკეთის პრეზიდენტი
სლოვაკეთის პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი