ახალი ამბები

არ იცის რას ნიშნავს “კოლხეთი”- ბაჩო ახალაია ღარიბაშვილის კომენტარზე აფხაზეთის შესახებ

17 ოქტომბერი, 2014 • 1185
არ იცის რას ნიშნავს “კოლხეთი”- ბაჩო ახალაია ღარიბაშვილის კომენტარზე აფხაზეთის შესახებ

“საშინელება მოვისმინე ტელევიზიით იმ ადამიანისგან, რომელსაც პრემიერ-მინისტრს ეძახიან. თქვა ასეთი რამ- “უძველესი აფხაზი ერი”. მეგობრებო,  პრობლემა ამაში მდგომარეობს – ადამიანმა არ იცის რას ნიშნავს სიტყვა “კოლხეთი”, არ იცის რას ნიშნავს “დიოსკურია”. ადამიანმა, რომელმაც არ იცის სად დავიბადეთ ჩვენ, ქართველები, საიდან მოვდივართ. ეს ტერმინოლოგია რომ არსებობს, რაღაც უძველესი მოძმე ერი, არის რუსული ტერმინოლოგია”, – განაცხადა ახალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნავთლუღის  სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე სხდომის დროს. 

 

საუბარია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რომლითაც ღარიბაშვილი  რუსეთ-აფხაზეთის ახალი შეთანხმების პროექტს გამოეხმაურა და განაცხადა: 

 

” მე პირადად ძალიან მაღელვებს ჩვენი ძმების აფხაზების ბედი, როგორც ამაყი ერის, რომლის თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის მეც პირადად ყველაფერს გავაკეთებ. მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რომ შენარჩუნდეს აფხაზეთის, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერის და ჩვენი მოძმე ერის თვითმყოფადობა. თუ ეს ხელშეკრულება ამ ფორმით გაფორმდება, ეს, რა თქმა უნდა, იქნება დამაზიანებელი და საფრთხის მომტანი აფხაზებისთვის, როგორც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ერისთვის. მეორე მხრივ, მე არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა მთლიანად და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25 წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის და აღიარებისთვის და ე.წ. დამოუკიდებლობის მიღწევისთვის”.

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

მასალების გადაბეჭდვის წესი