ახალი ამბები

ილიაუნის პრესსამსახური: შსს–მ შემთხვევის ადგილიდან ვიდეოკამერის ჩანაწერები ამოიღო

17 ოქტომბერი, 2014 • • 2777
ილიაუნის პრესსამსახური: შსს–მ  შემთხვევის ადგილიდან ვიდეოკამერის ჩანაწერები ამოიღო

“ნეტგაზეთს” ილაიაუნის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანა კვანჭილაშვილმა განუცხადა, რომ შს სამინისტრომ შემთხვევის ადგილიდან ვიდეოკამერის ჩანაწერები ამოიღო: 

 

“სათვალთავლო კამერაში ეს ყველაფერი დაფიქსირებულია. ჩანაწერი ამოიღო შს სამინისტრომ. როგორც თვითმხილველები ამბობენ,  წამებში მოხდა უბედური შემთხვევა. იმ მომენტში სართულზე დაცვაც რომ ყოფილიყო, ალბათ ვერაფერს იზამდა.”

 

“ნეტჰაზეთის” კითხვაზე, რატომ შეძლო შეიარაღებულმა პირმა ილიაუნის კორპუსში შესვლა და გადაადგილება, პრესამსახურმა ასე უპასუხა:

  

“ილიაუნის დაცვის სისტემა ასეთია: ორკაციანი ეკიპაჟი 15 წუთის შუალედში ეკიპირებს სართულებზე, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სართულებზე გვაქვს სათვალთვალო კამერები, რომელიც იღებს აბსოლუტურად ყველაფერს. ჩანაწერები მიწოდებული გვაქვს შს სამინისტროსთვის. დაცვის თვალსაზრისით რეალურად პრობლემა არ არის. საკმაოდ დიდი უნივერსიტეტია. კარებთან დგას დაცვის წევრი. ეკიპირებს ხდება და სიტუაციას ვაკონტროლებთ. თუმცა პირველ სართულზე შენობაში შემოსულების კონტროლი არ ხდება. ილიაუნი საკმაოდ დიდი უნივერსიტეტია, ბევრი კორპუსით. სტუდეტები და ლექტორები თავისუფლად გდაადგილდებიან.”


დღეს ილიაუნის ცე კორპუსის მეორე სართულზე გასროლა მოხდა. ყოფილმა მეუღლემ ლექტორი ლექციიდან გამოიყვანა და ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. 


მძიმედ დაჭრილი ლექტორი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, რის შემდეგადაც პაციენტი გარდაიცვალა. 


შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 236 მუხლით მიმდინარეობს (განძრახ მკვლელობა და იარაღის უკანონოდ ტარება და შენახვა).  როგორც “ნეტგაზეთს” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, იარაღს დამნაშავე უკანონოდ ფლობდა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი