ეკონომიკა

ფულად გზავნილებში Zolotaya Korona ლიდერობს

15 ოქტომბერი, 2014 • • 1505
ფულად გზავნილებში Zolotaya Korona ლიდერობს

სებ–ის სტატისტიკით ეს მაჩვენებელი 1 მლნ აშშ დოლარით (1,7მლნ ლარით) – 0,7% მეტია 2013 წლის სექტემბერში დაფიქსირებულ ფულად გზავნილებზე. 

 

საქართველოში ფულადი გზავნილებით შემოსული თანხის 91,4% –ი 11 უმსხვილეს დონორზე ნაწილდება. საქართველოში ფულად გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთია, მეორეა საბერძნეთი, მესამე -იტალია, შემდეგ აშშ,თურქეთი, უკრაინა, ესპანეთი, გერმანია, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. 

 

რაც შეეხება ტრანზაქციის გამავალ არხებს, სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემებს შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერი განხორციელებული გადმორიცხვების მაჩვენებლით  Zolotaya Korona ლიდერობს.


კომპანიის წილი ფულადი გზავნილების ბაზარზე 29,2%–ია. ამ სისტემით სექტემბერში განხორციელებული გადმორიცხვები 38,537 მლნ აშშ დოლარია, აგვისტოში კი, 38,278 მლნ დოლარი.

 

ფულადი გზავნილების სისტემების ნუსხაში მეორე ადგილზეა Western Union-ი –ამ არხით საქართველოში  სექტემბერში 20,689 მლნ დოლარი გადმორიცხა. მისი წილი ბაზარზე 15,7%–ია.

 

Unistream-ია 16,676 მლნ დოლარით მესამე პოზიციაზეა, Intel Express-ი – მეოთხეზე  15,774 მლნ დოლარით.

 

სექტემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 132,1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2,1 მლნ დოლარით მეტია აგვისტოში განხორციელებულ ტრანზაქციებთან (130,112 მლნ დოლარი) შედარებით.  

მასალების გადაბეჭდვის წესი