ახალი ამბები

ანონსი -14 ოქტომბერი

14 ოქტომბერი, 2014 • • 1521
ანონსი -14 ოქტომბერი

11:00 – საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

11:30 – “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

 

12:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ადვოკატი ვასილ ოსეფაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

12:00 – “პირველ პრესკლუბში” დეპუტატი გია გაჩეჩილაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ზაზა ხატიაშვილის და მისი გუნდის საქმიანობა ასოციაციაში.

 

12:00 – საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის პრეზიდენტი რომან გოცირიზე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ქვეყნის მთავარი ეკონომიკური გამოწვევები და 2015 წლის ბიუჯეტი.

12:30 – პრაიმტაიმის” პრესკლუბში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ბრიფინგს გამართავს.

თემა: სტატუსშეჩერებული სტუდენტები.

 

13:00 – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს მინისტრები: თამარ სანიკიძე და თეა წულუკიანი მოაწერენ.

15:00 – სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” საქართველოს ინოვაციების კვირეულის ფარგლებში, Autodesk-ის კონფერენცია გაიმართება.

20:00 – კინოთეატრ “ამირანში” პირველი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი კავკასიაში “CinéDOC-თბილისი” გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი