ახალი ამბები

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “მემკვიდრეობა” აცხადებს ფილმების მიღებას

7 ოქტომბერი, 2014 • • 1177
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “მემკვიდრეობა” აცხადებს ფილმების მიღებას
  • სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
 
  • სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი;
 
  • მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
 
  • მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი;
 
  • სტუდენტური ფილმი;
 
  • ტელეგადაცემა.

საკონკურსო ფილმები თემატურად უნდა მიესადაგებოდეს ფესტივალის სახელწოდებას – მემკვიდრეობა.

 

მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში 10 ოქტომბრიდან!

 

ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს ხელოვნების სხვადასხვა დარგი, წარმოაჩინოს ახალგაზრდა ხელოვანები და პოპულარიზაცია გაუწიოს ტრადიციულ, ქართული  ხელოვნების დარგებს: კინოხელოვნება, დრამატურგია, თეატრი, იკონოგრაფია, ხუროთმოძღვრება, სახვითი ხელოვნება და ა.შ.

 

ფონდი აწყობს საქველმოქმედო ღონისძიებებს, საერთაშორისო ფესტივალებს, კონფერენციებს, სემინარებს, გამოფენებსა და სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

 

ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდი 

“წმინდა ანდრიას ჯვარი”: info@fsac.ge; fundstandreswcross@gmail.com 

ნანა ვერულაშვილი: nanavar@rambler.ru

საკონტაქტო ტელეფონი: 577 900 448; 577 76 88 66; 240 16 92

ვებ.გვერდი: www.fsac.ge

მის: ქ. თბილისი, ბ. ჭიჭინაძის ქ. №10 

მასალების გადაბეჭდვის წესი