ახალი ამბები

ივანიშვილი: “მოქალაქის” ტრენინგების პროექტზე ჟურნალისტებმა არ იაქტიურეს

6 ოქტომბერი, 2014 • • 1089
ივანიშვილი: “მოქალაქის” ტრენინგების პროექტზე ჟურნალისტებმა არ იაქტიურეს

 “ჟურნალისტების მხრიდან აქტიურობა არ გამოჩენილა. არ იყო დიდი ინტერესი ამ პროექტისადმი”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ანალიტიკოსების მომზადება იგეგმება.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე” “მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ზოგადად მედიის ხელშეწყობის მიზნით მედიაორგანიზაციებს სთავაზობს ტრენინგების ჩატარებას ჟურნალისტებისთვის კვალიფიციური ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით”, –  ამის შესახებ ნათქვამი იყო ორგანიზაციის მიერ 2014 წლის მარტში გავრცელებულ განცხადებაში.

 

“მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას აქვს საკუთარი შეხედულება, თუ რა მიმართულებით იქნება ტრენინგების ჩატარება მნიშვნელოვანი, საჭიროდ მიიჩნევს, მიიღოს დამატებითი ინფორმაცია თავად მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისაგან, კონკრეტულად, რომელ საკითხებს თვლიან ისინი აქტუალურად და რაში საჭიროებენ მათდამი დაქვემდებარებული მედიაორგანიზაციების თანამშრომლები ცოდნის გაღრმავებას. ასევე გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ, რამდენ ჟურნალისტს დასჭირდება ტრენინგების გავლა სხვადასხვა მიმართულებით. მედიასაშუალების ხელმძღვანელებს ვთხოვთ, ინფორმაცია მოგვაწოდონ ორი კვირის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე info@mokalake.ge. ტრენინგების დაწყებასა და ჯგუფების დაკომპლექტების თაობაზე გაცნობებთ დამატებით”, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი