ახალი ამბები

ხადური: 2015-2016 წლებში მთავრობა პენსიების გაზრდას გეგმავს

3 ოქტომბერი, 2014 • • 896
ხადური: 2015-2016 წლებში მთავრობა პენსიების გაზრდას გეგმავს

ნოდარ ხადურის განცხადბით, ზოგადად დაგეგმილია საპენსიო სისტემის რეფორმა, რომელსაც ეკონომიკის, ჯანდაცვის და ფინანასთა სამინისტროები ერთობლივად ახორციელბენ. ნეტგაზეთის კითხვაზე, 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, კონკრეტულად როდის, რა რაოდნეობით და რა ფიანანსური რესურსით მოხდება პენსიის ზრდა, ფინანასთა მინისტრი ასე პასუხობს:

“კონკრეტულად მთავრობა 2 თვეში იტყვის, თუ როდის, რა მოცულობით გაიზრდება პენსია. 2015 წელს ეს აუცილებლად მოხდება. ამ თემას საკმაოდ სიფრთხილით ვეკიდები და არ მინდა გავაკეთო წინასწარი განაცხადი და დაპირება გავცე. როცა იქნება რეალური გათვლები, კონკრეტულ ციფრს მაშინ დავასახელებ”, – განაცხადა ხადურმა.

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საპენსიო ფონდი 34 მილიონით იზრდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი