ახალი ამბები

ბოკერია: ღარიბაშვილის ტონი ჰგავს კლასიკური ავტორიტარული რეჟიმების წარმომადგენლების ტონს

2 ოქტომბერი, 2014 • • 1104
ბოკერია: ღარიბაშვილის ტონი ჰგავს კლასიკური ავტორიტარული რეჟიმების წარმომადგენლების ტონს

“მოსალოდნელი იყო ღარიბაშვილისგან, ივანიშვილის თანაშემწისგან ასეთი განცხადება. ძალიან გავს ეს ტონი კლასიკური ავტორიტარული რეჟიმების წარმომადგენლების ტონს, პუტინის და სხვების, რომლებიც ევროპულ კრიტიკას სახელმწიფოს ღალატს ადარებენ და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და საერთოდ გონიათ, რომ თვითონ წარმოადგენენ ქვეყანას, სახელმწიფოს და ერევათ ერთმანეთში  ხელისუფლება და ქვეყანა. ამ ბოდვას ჯობია, რომ საქმეს მიხედონ და რეალურად შეაფასონ ის ვითარება, რაც საერთაშორისო ასპარეზზეა შექმნილი საქართველოსთან მიმართებაში”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

„დღეს საზოგადოებას ჭკუას ასწავლის ბოკერია – ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ატყუებდა მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას. რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს – პატიმრების წამება, გაუპატიურება, ამ ყველაფრის შეფუთვა ევალებოდა ბოკერიას”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

 

ის კრიტიკული ჩანაწერები, რომლებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია გაკეთებული ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი საქმეების შესახებ, ღარიბაშვილის აზრით, ნაციონალური მოძრაობის მცდელობას უკავშირდება:

 

„დღეს საზოგადოებას ჭკუას ასწავლის ბოკერია, სიცრუის გამხოვანებელი – ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ატყუებდა მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას. რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს- ლენინის დროინიდელი მეთოდებით პატიმრების წამება, გაუპატიურება, ამ ყველაფრის შეფუთვა ევალებოდა ბოკერიას. ეს ადამიანები დღეს ებრძვიან სახელმწიფოს, მოსახლეობას და აკეთებენ იმას, რასაც წლების განმავლობაში. ორი წლის წინ, პირველ ოქტომბერს მოსახლეობამ განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი დღითიდღე ახდენენ საკუთარი თავის მარგინალიზებას, მოსახლეობაში თესენ სიძულვილს, აგრესიას და ძალიან რთული იქნება მათი ინტეგრიება საზოგადოებაში. მე მათ მოვუწოდებ, შეწყვიტონ საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა. ეს არის მავნებლური საქმიანობა, რითაც ისინი აზიანებენ სახელმწიფოს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 103 ხმით 27-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ, რომელიც ხელისუფლების საქმიანობას არაერთ ნაწილში აფასებს კრიტიკულად.

მასალების გადაბეჭდვის წესი