ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს: შეწყვიტეთ სიცრუის ტირაჟირება

2 ოქტომბერი, 2014 • • 1398
პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს: შეწყვიტეთ სიცრუის ტირაჟირება

“ნაციონალური მოძრაობის” საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციების, “ზონა” თუ სხვა გაუგებარი ორგანიზაციები, ესენი დესტრუქციული ძალები არიან. ყოველ შემთხვევაში მათ ქმედებაში მე ვხედავ დესტრუქციულ ქმედებებს და დესტრუქციულ ხასიათს, თუნდაც თავდასხმა ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტზე, ესაა ყოვლად მიუღებელი ძალადობა. მე გაოგნებული ვარ პირდაპირ, რომ არავითარი სოლიდარობა თქვენში არ ჩანს, თუმცა გამოჩნდა სოლიდარობა მაშინ, როდესაც თქვენი კოლეგის ძმამ დააყაჩაღა ორი ტაქსისტი, ესაა ჩემი პასუხი. თქვენ სიმართლე ელაპარაკეთ ხალხს, მეგობრებო, და შეწყვიტეთ სიცრუის ტირაჟირება”,- განაცხადა ღარიბაშვილმა მცხეთაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა, დაიწყო. შსს-მ დავითაიას ცემის ფაქტზე ფარნაოზ ჭკადუა დავით გოგოხია დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი