ეკონომიკა

2015 წლის ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქო 25 მილიონ ლარს მიიღებს

2 ოქტომბერი, 2014 • • 1555
2015 წლის ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქო 25 მილიონ ლარს მიიღებს

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქომ ანალოგიური დაფინანსება – 25 მილიონი ლარი მიიღო.

 

საპატრიარქოს დაფინანსება 2013 წელის ბიუჯეტში 22 800 000 მილიონი ლარიდან 25 მილიონამდე გაიზარდა. საპატრიარქოსთვის გამოყოფილი დაფინანსება 2015 წლის ბიუჯეტშიც უცვლელი დარჩა.

 
აღნიშნული თანხიდან 14 მლნ 683 ათასი ლარი სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტია, რომელიც საპატრიარქოს 4 უმაღლეს სასწავლებელზე ნაწილდება.

 

800 000 ლარი ბიუჯეტიდან საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირებაზე დაიხარჯება. ბიუჯეტიდან 959 000 ლარს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი მიიღებს. 

რაც შეეხება დანარჩენ თანხას, ბიუჯეტიდან ფული სხვადასხვა ეპარქიების დაფინანსებაზე ნაწილდება.

შეგახსენებთ, რომ წლების მანძილზე საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარით იღებს დაფინანსებას.

2011 და 2012 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქო 22 800 000 მილიონი ლარის ოდენობით ფინანსდებოდა. 

საპატრიარქო
საპატრიარქო

მასალების გადაბეჭდვის წესი