ტექნოლოგიები

მაიკროსოფთმა “Windows 10” წარადგინა

2 ოქტომბერი, 2014 • • 1264
მაიკროსოფთმა “Windows 10” წარადგინა

ახალი პროგრამული უზრუნველყოფა სხვადასხვა მოწყობილობებისთვის იმუშავებს, პერსონალური კომპიუტერესბისთვის, ტაბებისთვის, ტელეფონებისთვის და Xbox-სთვის. ახალ “Windows 10 “-ს უბრუნდება ” Start Menu” ღილაკი, რომელიც არ ჰქონდა  ვინდოუსის წინა ვერსიას,”Windows 8″-ს.

დამატებით, ახალი ოპერაციული სისტემა გთავაზობთ მომხმარებლების საყვარელი აპლიკაციების სიას, მენიუში შესვლისას Windows 8-ის მსგავსად გამოჩნდება დაფები, რომლებიც უფრო პატარა ზომისაა წინა ოპერაციულ სისტემასთან შედარებით. ამ გზით შეტყობინებების ნახვა სხვადასხა აპლიკაციიდან, მაილიდან, ფეისბუქიდან უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი.

 

 

კომპანიის განცხადებით, Windows 10 შექმნისას გაითვალისწინეს Windows 8-ის და Windows 7-ის მახასიათებლები, რომ ახალი სისტემა მარტივი და ნაცნობი ყოფილიყო წინა სისტემების მომხმარებლებისათვის.

ბიბისი წერს, რომ “Windows 8” წინა ვერსიებიდან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, ამიტომაც გახდა ის კრიტიკის საგანი, ბევრმა ორგანიზაციამ სწორედ ამ მიზეზით თქვა უარი Windows 8-ით სარგებლობაზე.

როგორც წესი, ბიზნესკომპანიები ახალი ოპერაციული სისტემის გაშვებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ გადადიან მათ მოხმარებაზე, მაგრამ უკვე 2 წელია გასული Windows 8 -ის გაშვებიდან, მაგრამ მისი გაყიდვების და მოხმარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

 

“Windows 8-ს ხუთიდან მხოლოდ ერთი ორგანიზაცია თავაზობს თანამშრომლებს, Windows 7 კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს” -ამბობს დევიდ ჯონსონი კომპანია “ფორესტერის” კონსულტანტია. Windows 8 პერსონალური კომპიუტერების  13.4% -ზეა გაშვებული, ამის საპირისპიროდ 51.2%-ზე  Windows 7 მუშაობს და 23.9%-ზე Windows XP.

დევიდ ჯონსონი ამბობს, რომ “სტარტმენიუ” ღილაკის დაბრუნება “Windows 10”-ს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

“ეს უაღრესად მნიშვნელოვანია”,-ამბობს ის.

“Windows 10” 2015 წლის ბოლომდე გამოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი