ეკონომიკა

ტომაშ ტელმა: IFC საქართველოს საბანკო სექტორში ინვესტიციებს შეინარჩუნებს

2 ოქტომბერი, 2014 • • 1187
ტომაშ ტელმა: IFC საქართველოს საბანკო სექტორში ინვესტიციებს შეინარჩუნებს

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” IFC– ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ტომაშ ტელმამ განუცხადა. 

 

“IFC –ი აგრძელებს ინვესტიციის შენარჩუნებას საქართველოს საბანკო სექტორში. 17 წელია ჩვენ ვთანამშრომლობთ ქართულ ბანკებთან და ვაპირებთ, რომ ეს თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ კარგი პარტნიორული ურთიერთობები დავამყარეთ საფინანსო ინსტიტუტებთან. სერიოზული დახმარება გაუწიეთ ბანკებს 2008–2009 წლების კრიზისის დროს. ეს იყო სუბორდინირებული სესხები, ასევე მონაწილეობა კაპიტალში. მაგრამ გარკვეულ ეტაპზე საფინანსო ინსტიტუტები და დონორები იღებენ გადაწყვეტილებას რომ შეწყვიტონ თავისი მონაწილეობა ამა თუ იმ პროექტში იმის გამო რომ ინვესტირებული კომპანია საკმაოდ ძლიერია იმისათვის, რომ დამოუკიდებლად ფუნქციონირება განაგრძოს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ამოვწურეთ თუ არა როლი ამა თუ იმ საფინანსო დაწესებულებაში. როგორია ამ ორგანიზაციის ფინანსური პოზიცია, შეძლებს თუ არა ის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას. ასევე საჭირო ხომ არ არის ჩვენი ინვესტიცია სხვა სფეროებში და სხვა პროექტებში. ყველაფერი ეს უნდა შეფასდეს.” 

 

ტომაშ ტელმას განცხადებით, ჯერჯერობით IFC–ის არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა საქართველოს ბანკების კაპიტალიდან გასვლის შესახებ:

 

“მაგრამ გარკვეულ ეტაპებზე ხდება ხოლმე, როცა ვიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც ვაფასებთ რომ ეს ორგანიზაციები ფინანსურად საკმაოდ დამოუკიდებლები არიან, ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი წილის გაყიდვის შესახებ. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ და მონიტორინგს ვუწევთ ჩვენს პორტფელს ბანკებში და მდგომარეობა მუდმივად კონტროლის ქვეშ არის. მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის საფინანსო სექტორში. ორგანიზაციამ 300 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელა, სადაც საბანკო სფერო მნიშვნელოვანი ნაწილია.”  

 

 IFC– ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის ტომაშ ტელმას ინფორმაციით გასული ფისკალური წლის განმავლობაში IFC –იმ გამოყო და დახარჯა 400 მილიონი დოლარი აგრობიზნესის განვითარებაში ევროპაში და ცენტრალურ აზიაში:


“სასოფლო სამეურნეო პროდუქტების წარმოების თვალსაზრისით საქართველო ჯერ კიდევ გარკვეულად მცირე ბაზრს წარმოადგენს. . მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არის დასაქმებული ამ სფეროში, ნაყოფირება მცირე რჩება და მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში არის დაბალი. მსგავსი ინვესტიციების მიზანი არის ის რომ გავზარდოთ ეფეტიანობა და ნაყოფირება სოფლის მეურნეობის. ჯერჯერობით სოფლის მეურნეობის სფეროში ჩვენ გვყავს სამი კლიენტი საქართველოში. იმედი გვავს რომ გავზდით ამ რაოდენობას მომავალში. ამისათვის საჭიროა, რომ გამოვანხოთ მეწარმეები, რომლებსაც აქვთ მზად მოწინავე პროექტები და იდეები. რომლებთან ურთიერთობაც იქნება წრმატებული. გარკვეული პროექტები მზადების პროცეშია, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით.”


საქართველო IFC–ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში 810 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორში. 


 

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი