ახალი ამბები

პრეზიდენტი: 2 წლის წინ საქართველოში ისტორიული მნიშვნელობის ცვლილება განხორციელდა

1 ოქტომბერი, 2014 • • 1046
პრეზიდენტი: 2 წლის წინ საქართველოში ისტორიული მნიშვნელობის ცვლილება განხორციელდა

მისი თქმით, ორი წლის წინ, 2012 წლის 1 ოქტომბერს, დემოკრატიული არჩევნების შედეგად საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის პოლიტიკური ცვლილება განხორციელდა:

 

“პირველად მოხდა ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზით. ეს დღე დასაწყისია ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ის მუდმივ განვითარებას, ჩვენს უწყვეტ ძალისხმევას საჭიროებს. აუცილებელია განვაგრძოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესები. მხოლოდ ამგვარად შეიძლება საზოგადოებრივი ცხოვრება განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, სრულფასოვნად დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რეალობად ვაქციოთ მომავლის ხედვა, რომელმაც ორი წლის წინ გაგვაერთიანა”, – აცხადებს პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი