ახალი ამბები

წერეთელი: ყველაზე დიდი წარმატებით ამ ორი წლის განმავლობაში ძალადობა წახალისდა

1 ოქტომბერი, 2014 • • 1252
წერეთელი: ყველაზე დიდი წარმატებით ამ ორი წლის განმავლობაში ძალადობა წახალისდა

“ბევრი ადამიანისთვის არაფერი შეცვლილა, არ გაზრდილა მათი ხელფასები, არ გაზრდილა პენსიები, გაძვირებულია ფასები პროდუქტებიდან დაწყებული მედიკამენტებით დასრულებული, გაზრდილია კრიმინალი და ა.შ. პირადად მე არ მივეკუთნები იმ ადამიანების რიცხვს, რომელიც ყველაფერს მუქ ფერებში უყურებს და თუ რამეს კარგს გააკეთებთ, ამას აღვნიშნავთ, მაგრამ რაც ყველაზე დიდი წარმატებით ხორციელდებოდა ამ ორი წლის განმავლობაში, რასაც ვუყურებთ და პოლიტიკურ პრიზმაში თუ ამას დავინახავთ, ეს არის ძალადობის წახალისება, ოპოზიციასთან ანგარიშსწორების წახალისება და ამის შემოქმედებაში, ზოგიერთ შემთხვევაში, ქვეყნის პირველი პირები იყვნენ და რჩებიან, ზოგიერთი ჩვენი კოლეგაც ამ დარბაზში, რომელიც არა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოიფარგლება, თუ საჭირო გახდა, შეიძლება მოიხმოს ფრაზები, ვინმეს შეიძლება შუბლი გაუხვრიტო, თუ რაიმე გეწყინა და სხვა”,-ამბობს წერეთელი.

 

მან გაიხსენა გუშინ, 30 სექტქმბერს “თავისუფალი ზონის” ოფისში მომხდარი დაპირისპირება, პარლამენტარებზე ნუგზარ წიკლაურზე და ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა, ჩიორა თაქთაქიშვილზე თავდასხმა, როცა მხოლოდ 100 ლარით დაჯარიმდა მოძალადე.

 

“ეს ახალისებს ძალადობას და მეგობრებო, ეს თქვენი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში. უმრავლესობის პასუხისმგებლობაა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა წესრიგის დაცვა, საზოგადოებრივი სიმშვიდის შენარჩუნება. რამდენადაც არ უნდა თქვას ვინმემ, რომ ვემიჯნებით იმას, რაც გუშინ მოხდა, წარმოიდგინეთ, 40 წუთით ადრე დაირეკა პოლიციაში და თხოვეს, რომ მოსულიყვნენ, რადგან გროვდებოდა რაღაც ჯგუფი, დრო გავიდა, ეს ადამიანები შემოიჭრნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდნენ სამართალდამცავები. ხალხი, რომელიც ლუდის სმის გამო აკავებს ადამიანებს, დავიჯერო, ამის განმუხტვა არ შეიძლებოდა? მაგრამ ეს ყველაფერი გვაეჭვებს, რომ ორკესტრირებულია ეს ყველაფერი”, – ამბობს წერეთელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი