ახალი ამბები

ნათელაშვილი პოლიტიკოსებს მიმართავს: “ყველა წავიდეთ და პოლიტიკაში ახალი ძალები მოვუშვათ”

30 სექტემბერი, 2014 • • 1496
ნათელაშვილი პოლიტიკოსებს მიმართავს: “ყველა წავიდეთ და პოლიტიკაში ახალი ძალები მოვუშვათ”

“დავჯდეთ, დავიწყოთ პოლიტიკური რეფორმა, გადავხედოთ კონისტიტუციას, გავარკვიოთ- ვინ, რა უნდა აკეთოს ქვეყანაში; ვის, რა პასუხისმგებლობა ეკისრება ხალხის წინაშე; დავადგინოთ- ვინ, რა შეცდომები, გადაცდომები და დარღვევები დაუშვა პოლიტიკური მოღვაწეობის პროცესში. საკუთარ თავს თვითონ გამოვუტანოთ სასჯელი, თუ რამე შეგვეშალა და ძალიან ბევრი შეგვშლია, განსაკუთრებით მათ, ვინც ხელისუფლებაში იყო… ცოტა ხანი გავდგეთ ამ პოლიტიკიდან, ვინმე დავიბადეთ პოლიტიკაში?! არც მე, არც თქვენ, არც ივანიშვილი და სხვა, არ დავბადებულვართ დეპუტატებად, პარტიის ლიდერებად და პოლიტიკოსებად. თუ დავინახავათ, რომ ჩვენი ყოფნა ქვეყნის განვითარებას აჩერებს, კეთილი ვინებოთ, გავიდეთ გვერდზე და დავაკვირდეთ პროცესებს. იქნებ მომავალი თაობიდან უკეთესი მოდის და აუცილებლად მოვლენ უკეთესები. ჩვენზე უკეთესები ნამდვილად მოვლენ. დაიღალა ხალხი, ქვეყანა, საზოგადოება… განვათავისუფლოთ ქვეყანა იმ მარწუხებისაგან, რომელშიც პოლიტიკურმა სპექტრმა შეიყვანა”, – განაცხადა ნათელაშვილმა.


შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი