ეკონომიკა

ქადაგიძე: ბანკების საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის განვითარების შესაბამისია

30 სექტემბერი, 2014 • • 1018
ქადაგიძე:  ბანკების საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის განვითარების შესაბამისია

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თბილისში, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში”  ფინანსური განათლების თემაზე საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ქადაგიძის თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ბანკების პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების კლება სახეზეა:

 

“იმის მიუხედავად, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვან კლებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ეს კიდევ არ არის განაკვეთების ის დონე, როგორიც დასავლეთ ევროპაშია. ამავე დროს, არც ჩვენი ეკონომიკაა განვითარების იმ დონის, როგორიც დასავლეთ ევროპაშია. ამიტომ აქ ყველაფერი კანონზომიერია. განსაკუთრებული არაფერი ხდება. რაც შეეხება საბანკო სექტორში არსებულ ტენდენციებს, ის დამაკმაყოფილებელია, რამდენადაც ერთნიშნა საპროცენტო განაკვეთები იპოთეკურ სესხებზე რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო. დღეს ეს უკვე რეალობაა. კიდევ ვიმეორებ, ეს არაა თვითმიზანი და საბოლოო შედეგი. ესაა ტენდენცია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება”, _ აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

 

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი