ახალი ამბები

გურიაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯება

30 სექტემბერი, 2014 • • 1013
გურიაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯება

“პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პრობლემა დროულად აღმოიფხვრას და მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გურიაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯება. ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა თითოეულ გამოძახებაზე მოხდეს მაქსიმალურად დროული და ეფექტიანი რეაგირება. პრემიერი ქედის შემდეგ ბათუმს და სტიქიის შედეგად დაზარალებულ გურიის რეგიონს მოინახულებს”, – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.



მასალების გადაბეჭდვის წესი