ახალი ამბები

ვახო სანაია “მაესტროდან” წასვლის მიზეზს არ ასახელებს

30 სექტემბერი, 2014 • • 3168
ვახო სანაია “მაესტროდან” წასვლის მიზეზს არ ასახელებს

“ვახო სანაიას რეპორტაჟი” აღარ გავა მაესტროზე. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან თემებს შევეხეთ იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ეთერში ვიყავით, და მოვახერხეთ საკვანძო საკითხების გაშუქება. იმედია, რომ საინტერესო იყო თქვენთვის, ამაში რეიტინგი და გამოხმაურებაც მარწმუნებდა. არ დარჩენილა არც ერთი ეთერი გამოხმაურების გარეშე. დამატებით ამ საკითხზე არაფრის თქმას არ ვაპირებ. ამასთან ერთად, წამოვედი ,,ცხრიანიდან”. წარმატებები მინდა ვუსურვო ტელეკომპანია ,,მაესტროს” – მის მენეჯმენტს, პირადად ბაია გადაბაძეს, რომელიც შესანიშნავი ადამიანია. რა თქმა უნდა, ნინო ჟიჟილაშვილს, მთელ საინფორმაციო სამსახურსა და უკლებლივ ყველა თანამშრომელს. არაჩვეულებრივი ხალხი გავიცანი და მიხარია, რომ მათთან მომიწია მუშაობა. ,,მაესტრო” ძალიან მნიშვნელოვანი ტელევიზიაა და წარმატებები მას”, – წერს სანაია ფეისბუკზე.


მაესტროს გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ სანაია “მაესტროდან” 28 სეტემბერს საკუთრი სურვილით წავიდა. “პირველი რადიოს” ინფორმაციით, არხიდან ვახო სანაიას წასვლის მიზეზად გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძესთან კონფლიქტი დასახელდა. “ნეტგაზეთთან” გადაბაძე სანაიასთან უთანხმოებას ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს:


“ეს არ იყო კონფლიქტი. ეს იყო საკითხი, რომელზეც ვერ შევთანხმდით. ჩვენ ცივილიზებული ადამინები ვართ. კონფლიქტამდე საქმე არ მისულა. ჩვენ ვისაუბრეთ. მივხვდით, რომ ვერ ვთნხმდებოდით და შემდეგ ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. დეტალებზე მე არ ვსაუბრობ, რადგან იქ არაფერი მნიშვნელოვანი არ არის, რაც საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება. ეს არ ეხება არაფერ ისეთს, რაზეც ღირს საუბარი და სამზრეულოს გარეთ გმოტანა.”


“ნეტგაზეთის” კითხვას, ვინ შეცვლის ვახო სანაიას “მაესტროს 9” –იანში, ბაია გადაბაძე ასე პასუხობს: “ჯერ ცნობილი არ არის, ვინ შეცვლის სანაიას. მოალპარაკებები არ მიმდინარეობს არავისთან, იმიტომ, რომ წინაპირობა ამ ყველაფერს არ ჰქონია. ჯერჯერობით 9 საათზე “მაესტროზე” იქნება 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვება. დანარჩენს გვიჩვენებს მომავალი. ვინ წაიყავნს ამ გადაცემას, ამ საკითხს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გადაწყვეტს. ეს იქნებიან ჩვენი ჟურნალისტები, რომლებიც არხზე მუშაობენ. ეს არ იქნება საავტორო გადაცემა. ეს იქნება სტანდარტული საინფორმაციო გადაცემა.” ჟურნალისტი ვახო სანაია სხვადასხვა დროს ტელეკომაპანია “რუსთავი2″–ზე, “იმედზე”, “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი