ხელოვნება

თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 11 ოქტომბერს დაიწყება

29 სექტემბერი, 2014 • • 2203
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 11 ოქტომბერს დაიწყება

2014  წლის ფესტივალის ფარგლებში, თელავის  ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი გაიმართება,  მათგან სამი- საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით. ორკესტრი საგანგებოდ ფესტივალისთვის დაკომპლექტდა და მასში უკრავენ  მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და შვეიცარიიდან.

 

ორკესტრს ცნობილი დირიჟორი არიელ ცუკერმანი წარუძღვება. საფესტივალო საღამოები მსმენელს სთავაზობს   მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ქართული საგუნდო მუსიკა,  აგრეთვე, კამერული მუსიკის ის ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოში პირველად შესრულდება.  

 

2014 წლის ფესტივალში მონაწილეობენ სოლისტები: ელისო ვირსალაძე, ლიანა ისაკაძე, კოლია ბლაჰერი, ნელსონ გოერნერი, ალექსანდრ  ბუზლოვი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, გრიგორი კროტენკო.

 

ფესტივალის კონცერტების პარალელურად, თელავის სამუსიკო კოლეჯში გაიმართება მასტერკლასები სხვადასხვა სპეციალობაში.

 

ფესტივალის კონცერტების ონლაინ ტრანსლაციის ნახვა შესაძლებელი იქნება ცენტრის ვებგვერდზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სალაროებში. ასევე, წელს პირველად ფესტივალის ბილეთები განთავსდა ვებგვერდზე.

 

პიანისტმა ელისო ვირსალაძემ ფესტივალი სახელწოდებით, “ქება ვაზისა” 80-იან წლებში დაარსა.  2010 წელს, 20 წლიანი პაუზის შემდეგ  ტრადიცია აღდგა – თელავს ლეგენდარული ფესტივალი კვლავ დაუბრუნდა და იგი შემდეგ ყოველწლიურად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

 

 

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში

ფესტივალის პროგრამა:

 

თელავის დრამატული თეატრი

  

11 ოქტომბერი, 18.00  ფესტივალის გახსნა

 საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი

დირიჟორი – არიელ  ცუკერმანი 

სოლისტები:

ნატალია გუტმანი (ჩელო), ნელსონ გოერნერი (ფორტეპიანო), კოლია ბლახერი (ვიოლინო).

 პროგრამა: 

ედუარდ ლალო –  კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის

ფრედერიკ შოპენი  –   საფორტეპიანო კონცერტი ფა მინორი თხზ 21

კარლ აუგუსტ ნილსენი  – სავიოლინო კონცერტი თხზ 33  /პირველი ნაწილი/

 

 

12 ოქტომბერი, 19.00

კამერული მუსიკის კონცერტი

 სოლისტები:

ელისო ვირსალაძე (ფორტეპიანო),  კოლია ბლახერი (ვიოლინო), დენიზ ტაჰბერერი (ვიოლინო), ფიოდორ ბელუგინი (ალტი),  გიორგი ცაგარელი (ალტი), ნატალია გუტმანი (ჩელო),  ალექსანდრე ბუზლოვი (ჩელო), გრიგორი კროტენკო (კონტრაბასი).  

 პროგრამა:

 არნოლდ შონბერგი –   სიმებიანი სექსტეტი   „გასხივოსნებული ღამე“, თხზ. 4

ფრანც შუბერტი  –   საფორტეპიანო კვინტეტი „Forellenquintet”

 

14  ოქტომბერი, 19.00

 კონცერტი

 საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი  

დირიჟორი – არიელ  ცუკერმანი

 სოლისტი  – ლიანა ისაკაძე

გორის ქალთა კამერული გუნდი, ქორმაისტერი – თეონა ცირამუა

 პროგრამა:

იოსებ კეჭაყმაძე –  საგუნდო ნაწარმოებები

 “მამაო ჩვენო” (ლექსი ი.ჭვჭავაძისა) “ქუთაისური” (ლექსი ბ. კეშელავასი) “სოფლად სტირიან ქალები” (ლექსი ხალხური) “ქორალი” “ალნი” (ლექსი ხალხური) “მშვიდობით” (ლექსი ო.ჭილაძისა) “ქალი ვარ ბაგრატივნისა” (ლექსი ხალხური) “ეგზერსისი” “ლაშარის გზაზე” (ლექსი ა. კალანდაძისა, ციკლიდან “მთისაი ბარსა”)

 იოჰანეს ბრამსი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის რე მაჟორი,  თხზ. 77

 

 

16  ოქტომბერი, 19.00

 კამერული მუსიკის კონცერტი

 სოლისტები:

ელისო ვირსალაძე (ფორტეპიანო), ედუარდ ბრუნერი (კლარნეტი), მარია კაგანი (ვიოლინო),  თეონა ყაზიშვილი (ვიოლინო),  ირაკლი ჯაფარიძე (ალტი), გიორგი ჯორჯაძე (ჩელო), გრიგორი კროტენკო (კონტრაბასი),  არიელ ცუკერმანი (ფლეიტა), გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი),  ნიკოლა  სტეფანი ბელი (ჰობოი), ნოდარ ბიწაძე (კლარნეტი), ჯააკო ლუომა (ფაგოტი), თეიმურაზ ბუხნიკაშვილი (ფაგოტი), ზბიგნევ მონკიევიჩი (ვალტორნა),  კარლოს დუკე (ვალტორნა), ივან კრესპო (საყვირი).

 პროგრამა:

 იოზეფ ჰაიდნი – მარშები

არნოლდ შონბერგი – Eiserne Brigade

ბოჰუსლავ მარტინუ –  La Revue de Cuisine

იოჰან ნეპომუკ ჰუმელი – სამხედრო სეპტეტი

  

 

18   ოქტომბერი, 18.00 

 ფესტივალის დასკვნითი კონცერტი

 საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი

დირიჟორი – არიელ  ცუკერმანი

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი (საქართველოს სინფონიეტა),  ხათუნა თურმანიძე (არფა).

 სოლისტები:

 ედუარდ ბრუნერი (კლარნეტი),  ჯააკო ლუომა (ფაგოტი)

 ალექსანდრე ბუზლოვი (ჩელო)

ელისო ვირსალაძე (ფორტეპიანო)

 პროგრამა:

 რიჰარდ შტრაუსი – დუეტი-კონცერტინო კლარნეტისა და ფაგოტისათვის

სიმებიანი ორკესტრის  თანხლებით

რობერტ შუმანი –  კონცერტი ჩელოსა და  ორკესტრისათვის  ლა მინორი,   თხზ. 129

ედვარდ გრიგი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის  ლა მინორი, თხზ. 16

 

მასალების გადაბეჭდვის წესი