ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვი ხაჯიმბას შეხვდა

28 სექტემბერი, 2014 • • 937
თიბილოვი ხაჯიმბას შეხვდა

ოსინფორმის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა თანამშრომლობის ახალი საკითხები განიხილეს.

 

იანა იანოვსკაიას, თიბილოვის პრესსამსახურის უფროსის განმარტებით, აფხაზეთში ვიზიტის დროს “ლეონიდ თიბილოვმა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წევრებმა 90–იან წლებში აფხაზეთ–საქართველოს ომში დაღუპული სამხრეთ ოსეთის მოხალისეების ძეგლი ყვავილებით შეამკეს.”

სოხუმში მყოფი ლეონიდ თიბილოვი რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველს, ვლადისლავ სურკოვსაც შეხვდა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი